გზა პრაღამდე და უკან

ორწლიანი პაუზის შემდეგ პრაღაში გასეირნება გადავწყვიტე. ამის მიზეზი მონატრებასთან ერთად “ვიზეარის” იაფი ბილეთების თარიღები იყო, რომლებიც კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობისთვის 3-4 თვით ადრე შევიძინე. თავდაპირველად, კონფერენციის დასრულების შემდეგ მორჩენილ დღეებში ლვოვში კიდევ ერთხელ მოგზაურობას ვფიქრობდი, მაგრამ ადრეგაზაფხულის არასტაბილურმა ამინდმა შემაშინა, რაც ლვოვში ხეტიალის საშუალებას არ მოგვცემდა და პრაღაში კვლავ ნაცნობი და მონატრებული გარემოს მონახულება ვარჩიეთ. Continue reading “გზა პრაღამდე და უკან”

Sponsored Post Learn from the experts: Create a successful blog with our brand new courseThe WordPress.com Blog

WordPress.com is excited to announce our newest offering: a course just for beginning bloggers where you’ll learn everything you need to know about blogging from the most trusted experts in the industry. We have helped millions of blogs get up and running, we know what works, and we want you to to know everything we know. This course provides all the fundamental skills and inspiration you need to get your blog started, an interactive community forum, and content updated annually.

კარლოსის ხიდი

2007 წლის 17 დეკემბრის პოსტი. ქვეყნდება მცირედი ცვლილებებით.

კარლოსის ხიდზე, ჩეხურად Karlův most-ზე (და არა ჩარლის ხიდზე) ხშირად ვსეირნობდი. არარომანტიული ადამიანი ვარ, მაგრამ იქაურობის რომანტიკა, განსაკუთრებით დაბინდების შემდეგ, თავისით მიზიდავდა. ერთხელაც, ზლაზვნით სიარულის დროს ქართველების ხმა შემომესმა. ”ზღაპარში ვართ, ზღა-პა-რშიიი!!!…” იმეორებდა აღტაცებული ქალი ქართველების დიდი ჯგუფიდან. წამოვეწიე, მივესალმე და აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია იყო. სურათის გადაღება მთხოვეს, გადავუღე, დავემშვიდობე და კარლოსის ხიდის ქანდაკებებით შექმნილ ზრაპარულ აურაში, “ზღაპარში” დავტოვე. Continue reading “კარლოსის ხიდი”

იაფი კვება პრაღაში

გახსოვთ “ევროტურიდან” მთვრალი თხა? ჰოდა ეს სცენა გადაღებულია პრაღაში, ჩვენში “კოზელის” სახელით ცნობილი ლუდის რესტორანში “კოზლოვნაში”. რამ გამახსენა ეს ამბავი და უამრავმა შეკითხვებმა პრაღაში იაფი კვების ობიექტების შესახებ. ბიუჯეტური მოგზაურობის მოყვარულთა სამწუხაროდ, პრაღის რესტორნები საკმაოდ გაძვირდა ტურიზმისა და ჩეხეთში ცხოვრების დონის ზრდის პარალელურად. თუ ჩეხური კერძები გაინტერესებთ, ან მოგზაურობისას შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ და გინდათ ხარისხიანად და საფუძვლიანად გამოიკვებოთ გირჩევთ “კოზლოვნა ლიდიცკა” – Kozlovna Lidická მოინახულოთ. Continue reading “იაფი კვება პრაღაში”

პრაღის ეიფელი – პეტრინის კოშკი

1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენის შესასვლელში აღმართულმა ეიფელის კოშკმა ბევრი ააფორიაქა. მათ შორის იყვნენ გამოფენის დასათვალიერებლად ჩასული გამოჩენილი ჩეხები. მათ შორის იყო ვილემ კურცი, ჩეხი ზოოლოგი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც შინ დაბრუნებისას გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პეტრინის გორაკზე პრაღის ხედების დასათვალიერებლად კოშკის აშენების ინიციატივით გამოვიდა. Continue reading “პრაღის ეიფელი – პეტრინის კოშკი”

1 ევროდ საფრანგეთში პრაღიდან

ესპანურმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ Volotea-მ ავიაბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა. პრაღიდან გადაფრენა 0,97 ევრო ღირს საფრანგეთის შემდეგ ქალაქებში: ნანტი, ბორდო, ტულუზა და მარსელი. მოგზაურობა ორი მიმართულებით 1.99 ევრო დაგიჯდებათ.

იმისთვის, რომ ბილეთები შეიძინოთ უნდა იყოთ SuperVolotea-ის წევრი. კლუბის წევრობა წლიურად 50 ევრო ღირს.

აქცია მოქმედებს 2016 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.

Volotea

Continue reading “1 ევროდ საფრანგეთში პრაღიდან”

პრაღაში ჩასვლის იაფი და კომფორტული საშუალება

ერთ სატრანსპორტო კომპანიაზე, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მინიმუმ 4 ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ.

Leo Express

“ლეოექსპრესი” ჩეხური კერძო სარკინიგზო კომპანიაა, რომელმაც მგზავრების გადაზიდვები ამ შავი, ყვითელზოლებიანი მატარებლით, Stadler FLIRT-ით ჩეხეთის მსხვილ ქალაქებს შორის დაიწყო (Stadler-ის შემადგენლობა იმოძრავებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზეც).

ერთი წელი იქნება რაც “ლეოექსპრესმა” პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაბიჯა და ერთმანეთს დაუკავშირა კრაკოვი, კატოვიცე და პრაღა. ეს იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კატოვიცეში ქუთაისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები სრულდება. მოკლედ, კატოვიცეში ვთქვათ 30-40 ევროდ ჩაფრენის შემდეგ შეგიძლიათ კრაკოვს ესტუმროთ და შემდეგ “ლეოექსპრესით” პრაღაში გაემგზავროთ 22-23 ევროდ, ხანდახან უფრო დაბალფასადაც კი. თუ პირდაპირ პრაღაში გამგზავრებას გადაწყვეთთ ეს უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ ქალაქებში იაფფასიანი საცხოვრებლის საპოვნელად ეწვიეთ hotelscombined-ის საძებო სისტემასContinue reading “პრაღაში ჩასვლის იაფი და კომფორტული საშუალება”

ჰლავნი ნადრაჟი

პრაღის მთავარი ვაგზალი

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის რაოდენობით პრაღა თბილისს ოდნავ აღემატება, პრაღაში გაცილებით მეტი რკინიგზის სადგურია, ისტორიული თუ შედარებით ახალი. ეს კი არის პრაღის მთავარი ვაგზალი “ჰლავნი ნადრაჟი”. მისი მთავარი შესასვლელი განთავსებულია მომცრო პარკში, ვაცლავის მოედნის მახლობლად. რკინიგზის სადგულის ძირითადი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს. Continue reading “ჰლავნი ნადრაჟი”

ლუდის სამოთხე

ლუდი და პრაღა

დალევდით ლუდს -10 გრადუსიან ყინვაში? მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას შევძლებდი, მიუხედავად იმისა რომ ლუდის დიდი მოყვარული ვარ. მაგრამ ჩეხური ლუდი ისეთია, თანაც პრაღულ ატმოსფეროში, რომ სიცივეს დაგავიწყებს, ისევე როგორც შუა ზაფხულში სიცხეს.

პრაღა და საერთოდ ჩეხეთი ლუდის ნამდვილი ”სამოთხეა”. პრაღაში მგონი ლუდი უფრო იაფი ღირს, ვიდრე წყალი 🙂 ჩეხები თურმე, ბავშვების ჩათვლით, წლის მანძილზე საშუალოდ 160 ლიტრ ლუდს მიირთმევენ. პრაღას ბევრი ტურისტი სტუმრობს ლუდის დასაგემოვნებლად. რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, ლუდისთვის, გერმანელებიც კი ჩადიან პრაღაში. მახსენდება ერთი გერმანელი, ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის ნათია ბანძელაძის სიუჟეტიდან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩეხური ლუდი უფრო კარგია ვიდრე გერმანული.

პრაღაში ლუდს არამარტო სვამენ, ჭამენ კიდეც 🙂 ლუდით სხვადასხვა კერძები მზადდება. ისე ლუდით გაძღობაც შეიძლება. ჩეხები ირწმუნებიან რომ, მხოლოდ ლუდის სმით დანაყრებას ახერხებენ და ამ მეთოდს ჭარბი წონის შესამცირებლადაც იყენებენ.

კოლენო

ჩეხური ლუდი არანაკლებ გემრიელი და სასიამოვნოა ჩეხურად შემწვარ-შებოლილ კერძებთან ერთად. არაა გამორიცხული ასეთი კერძი ლუდითაც იყოს დამუშავებული.

პრაღაში საუკეთესო ლუდით ბევრი ლუდხანაა განთქმული. ზოგგან ლუდს ადგილზევე ხარშავენ, ზოგგან იაფ, მაგრამ გემრიელ ”პივოს” შემოგთავაზებენ. მე კი ვაცლავის მოედნის პარალელურ პატარა, ”პოლიტპატიმრების” ქუჩაზე მდებარე რესტორანს ”ბრედოვსკი დვურს” ვანიჭებ უპირატესობას, სადაც უგემრიელესი ”პილსნერ ურქუელი” აქვთ. ლუდის განსაკუთრებული გემო მისი შენახვის საიდუმლოშია. მას სპეციალურ ლითონის კასრებში, ერთ ტემპერატურაზე, ყველა სტუმრის დასანახად, შემინულ ოთახში ინახავენ.

ხოლო, ლუდსახარშების ლუდებს შორის “სტრახოვის მონასტრის” ლუდს “სვეტოი ნორბერტს” გირჩევთ. ცოტა ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი ლუდხანის ლუდი, მაგრამ განსაკუთრებულია.

ლუდი სვეტოი ნორბერტი

ასევე, საუკეთესო ჩეხური ქარხნული ლუდია: ”პილსნერ ურქუელი” ”სტაროპრამენი”, ”კოზელი”, ”კრუშოვიცე”, ”ბუდვაიზერი” და სხვა… ესენი თბილისის სუპერმარკეტებშიც იშოვნება, მაგრამ ზოგი რუსეთშია ჩამოსხმული და ზოგიც უკრაინაში, მაგრამ ჩეხური ლუდის წყურვილის მოსაკლავად მაინც კარგი საშუალებაა.

დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭირდებათ იაფფასიანი სასტუმროს ან აპარტამენტის შერჩევა. თავდაპირველად აპარტამენტებზე (ბინებზე). თუ “ეარბიენბიზე” ჩემი გვერდიდან დარეგისტრირდებით 20 დოლარიან ფასდაკლებას მიიღებთ. სისტემა ამდენივე კრედიტს მჩუქნის მეც. ანუ თქვენი მოგზაურობით მეც ვმოგზაურობ 🙂

airbnb-budapest

თუ როგორ მუშაობს ბინების დაჯავშნის საიტი და რა უპირატესობები აქვს აპარტამენტებს აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში.

სასტუმროების მოყვარულებს ბიუჯეტური ვარიანტის მოძიებაში დაგეხმარებათ არა “ბუკინგკომი”, ან სხვა რაიმე მსგავსი საიტი, არამედ მათში საუკეთესო ვარიანტების მაძიებელი hotelscombined.com.

hotelscombined

თუ სასტუმრო გეძვირათ ამავე საიტზე შეგიძლიათ შეარჩიოთ 10-15 ევროიანი ჰოსტელის დამოუკიდებელი ნომერიც, არჩევანი დიდია.

თბილისის დღეები პრაღაში

თბილისის დღეები პრაღაში

22-დან 24 აპრილის ჩათვლით პრაღაში “თბილისის დღეები” გაიმართა. ამ ღონისძიების პირველ დღეს პრაღის ვაცლავის მოედანზე ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლის “GEORGIAN BRASS”-ის კონცერტი გაიმართა.

ხოლო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ და სოფო ნიჟარაძემ იმღერეს.

“თბილისის დღეების” ფარგლებში პრაღის მერიამ უმასპინძლა ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტოგამოფენას, ხოლო თითების თეატრმა ორი სპექტაკლი წარმოადგინა. დღეების პროგრამა გამოქვეყნებულია ოფიციალურ საიტზე: http://www.dnytbilisi.cz